loading

კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს ორსულთა სკოლა .

სკოლის არსებობა გულისხმობს ორსულთა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მომზადებას წარმატებული მშობიარობისა და დედობისათვის, თითოეული ორსულისთვის ინდივიდუალური პროგრამის შედგენას ჯანმრთელობის მდგომარეობის და ორსულობის ვადების გათვალისწინებით, ორსულობის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებების და მშობიარობის პროცესის მიმდინარეობის გაცნობა-შესწავლას, საკეისრო კვეთის გაცნობას, განსხვავებების განმარტებას საკეისრო კვეთას და ფიზიოლოგიურ მშობიარობას შორის.

ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი უ რ ი მომზადება გულისხმობს ორსულობის და მშობიარობის შიშის დაძლევას,მშობიარობის პროცესში სწორი ქცევების სწავლებას: სწორ სუნთქვას, სწორ ჭინთვას, ენერგიის აღდგენას ჭინთვებს შორის. რელაქსაციებს, სახალისო სუნთქვით ვარჯიშებს, ჰიგიენური ნორმების სწავლებას ორსულობაში.

ფ ი ზ ი კ უ რ ი მომზადება გულისხმობს კუნთების მომზადებას სამშობიაროდ, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის გაზრდას, ჯდომით, გარდიგარდმო, ირიბ მდგომარეობაში მყოფი ნაყოფის მობრუნებას სპეციალურ ვარჯიშთა კომპლექსით, შორისისა და საშოს მომზადებას სამშობიაროდ ჩახევისა და ეპიზიოტომიის (ჩაჭრის) თავიდან ასაცილებლად და ელასტიურობის გაზრდას.

მელოგინის ქცევითი ნორმების სწავლება და ჰიგიენა.
ქალის ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

კურსი მოიცავს ვიდეო მასალას პრაქტიკული ჩვევების გასამყარებლად და თვალსაჩინოებისათვის.

P.S. ორსულთა მომზადება გათვალისწინებულია არამხოლოდ ორსულთათვის, არამედ მათი მეუღლეების, პარტნიორებისა თუ ოჯახის სხვა წევრებისთვისაც.