2019 წლის 27 მაისიდან საქართველოში გაიმართა ევრომელანომა-2019-ის კვირეული, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის უფასო გასინჯვას კანის კიბოსა და მელანომის ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად, აგრეთვე ინფორმაციის გავრცელებას კანის კიბოს პრევენციის, დროული დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ (www.euromelanoma.org/georgia/home-1).
კანის კიბო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს, რომლის წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს წარმოადგენს ულტრაიისფერი გამოსხივება. მსოფლიო მოსახლეობის 88%-ს ესმის, რომ სწორედ ინსოლაცია ზრდის კანის კიბოს რისკს და მხოლოდ 18% თუ იცავს საკუთარ თავს მზის ინტენსიური გამოსხივებისგან, ხოლო 50% აგვიანებს მკურნალობის დაწყებას.
სწორედ