ვენეროლოგია

ვენეროლოგია შეისწავლის ვენერულ-სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს.  დღეისათვის ცნობილია  30-ზე მეტი  სქესობრივი  გზით გადამდები  ინფექცია, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია:

  • სიფილისი;
  • გონორეა;
  • ქლამიდიოზი;
  • ტრიქომონიზი;
  • უროგენიტალური  კანდიდოზი;
  • ურეაპლაზმოზი;
  • მიკოპლაზმოზი.

სქესობრივი  გზით  გადამდები  ინფექციები ძირითადად  შემდეგი სახის სიმპტომებით ხასიათდებიან:  წვის შეგრძნება შარდვის დროს, სიწითლე სასქესო ორგანოების მიდამოებში, გამონაყარი სასქესო ორგანოებზე, გამონაყარი კანზე და ლორწოვან გარსებზე, მაგალითად პირის ღრუში, საშოში; გამონადენი, ქავილი, ტკივილი მუცლის ქვედა არეში.

აღნიშნული   სიმპტომების  არსებობა  საკმარისი  მიზეზია იმისთვის, რომ დაუყოვნებლიც მიმართოთ ჩვენს კლინიკას დერმატო-ვენეროლოგის კონსულტაციისთვის, ხოლო შემდგომ, საჭიროების მიხედვით,  ექოსკოპიური და ლაბორატორიული გამოკვლევების ჩასატარებლად.