მელანომა 2019

2019 წლის 27 მაისიდან საქართველოში გაიმართა ევრომელანომა-2019-ის კვირეული, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის უფასო გასინჯვას კანის კიბოსა და მელანომის ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად, აგრეთვე ინფორმაციის გავრცელებას კანის კიბოს პრევენციის, დროული დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ  (www.euromelanoma.org/georgia/home-1).

კანის კიბო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს, რომლის წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს წარმოადგენს ულტრაიისფერი გამოსხივება. მსოფლიო მოსახლეობის 88%-ს ესმის, რომ სწორედ ინსოლაცია ზრდის კანის კიბოს რისკს  და  მხოლოდ 18% თუ იცავს საკუთარ თავს მზის ინტენსიური გამოსხივებისგან, ხოლო 50% აგვიანებს მკურნალობის დაწყებას.

სწორედ ამიტომ, წელს ევრომელანომის ფარგლებში აღინიშნა ასევე “ ჯანმრთელი კანის მსოფლიო კვირეული“ მოსახლეობაში კანის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის პროპაგანდის  გასაწევად.

ევრომელანომა-2019 კვირეულის ფარგლებში განხორციელდა  შემდეგი აქტივობები:

  1. ფართო მასშტაბის საინფორმაციო კამპანია კანის კიბოსა და მელანომის წინააღმდეგ რომელიც მოიცავდა:
  • ლექციების ჩატარებას საბავშვო ბაღებსა და სკოლებში კანის კიბოსა და მელანომის რისკებისა და პრევენციის შესახებ, მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილისა და მათი მშობლების მონაწილეობით;
  • ნაბეჭდი ინფორმაციის გავრცელებას ლიფლეტებისა და პოსტერების სახით მოსახლეობაში;
  • მულტი მედიის ჩართვას საინფორმაციო კამპანიაში.
  1. მოსახლეობის უფასო გასინჯვას – სქრინინგს, რომელშიც მონაწილეობდნენ დერმატოლოგები და კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგები საქართველოს დიდი ქალაქების კლინიკებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი)

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში კლინიკა „N მედი ქლაბი“-ში დერმატოლოგ-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ქ-ნ მაია დათუაშვილის მიერ ჩატარებული იქნა უფასო გასინჯვები რისთვისაც კლინიკა მადლობას უხდის მას.