მამოლოგია შეისწავლის სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული შემოწმებით შესაძლებელია დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა. მამოლოგთან კონსულტაციის და დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ასევე ძალიან დიდია განკურნების შანსი.
თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები საშუალებას გვაძლევს ადრეულ სტადიაში გამოვავლინოთ სარძევე ჯირკვლების სახვადასხვა სახის პათოლოგიები. პროფილაქტიკის მიზნით, წელიწადში ერთხელ მაინც, ყოველმა ქალბატონმა უნდა დაგეგმოს ვიზიტი ექიმთან, რის საშუალებასაც იძლევა ჩვენი კლინიკაც.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე მათგანის შენიშვნის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს თქვენი გასინჯვა ექიმ-მამოლოგის მიერ:
- ლიმფური კვანძების გადიდება და გულ-მკერდის არეში ტკივილი;
- ძუძუს დვრილების გაუფერულება, ფორმის და კონტურის ცვლილება;
- გამონადენი ძუძუს თავიდან.
კლინიკაში პაციენტი წინასწარი ჩაწერით გეგმავს კონსულტაციას ექიმ-მამოლოგთან, იკეთებს ექოსკოპიურ კვლევას მაღალტექნოლოგიურ აპარატზე LOGIQ V3/V5 Expert და იტარებს ლაბორატორიულ კვლევებს.