ყველა ასაკის ქალბატონების საყურადღებოდ – თქვენი ჯანმრთელობის გარანტიაა დროული პროფილაქტიკური გასინჯვა შემდგომი ქალური დაავადებების გამოსავლენად:
- სასქესო სისტემის ინფექციური დაავადებები;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
- სიმსივნური დაავადებები;
- პრეკლიმაქსური და კლიმაქსური პერიოდი;
- საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები;
- პირველადი და მეორადი უშვილობის მიზეზი.
გამოვლენილი პათოლოგიის დროს აუცილებელია მივმართოთ გინეკოლოგს კონსულტაციისთვის და პირველადი კვლევების ჩასატარებლად:
- გინეკოლოგის კონსულტაცია;
- მუცლის ღრუსა და ვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა;
- საშვილოსნოს ყელის ციტოლოგია;
- PAP ტესტი;
- საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია;
- ბაქტერიოლოგია;
- ვირუსების კვლევა;
- თანმხლები დაავადებების გამოვლენა როგორიცაა სომატური და ენდოკრინოლოგიური დარღვევა.
თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები საშუალებას გვაძლევს ადრეულ სტადიაში გამოვავლინოთ სარძევე ჯირკვლების სახვადასხვა სახის პათოლოგიები. პროფილაქტიკის მიზნით, წელიწადში ერთხელ მაინც, ყოველმა ქალბატონმა უნდა დაგეგმოს ვიზიტი ექიმთან, რის საშუალებასაც იძლევა ჩვენი კლინიკაც.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე მათგანის შენიშვნის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს თქვენი გასინჯვა ექიმ-მამოლოგის მიერ:
- ლიმფური კვანძების გადიდება და გულ-მკერდის არეში ტკივილი;
- ძუძუს დვრილების გაუფერულება, ფორმის და კონტურის ცვლილება;
- გამონადენი ძუძუს თავიდან.
კლინიკაში პაციენტი წინასწარი ჩაწერით გეგმავს კონსულტაციას ექიმ-მამოლოგთან, იკეთებს ექოსკოპიურ კვლევას მაღალტექნოლოგიურ აპარატზე LOGIQ V3/V5 Expert და იტარებს ლაბორატორიულ კვლევებს.