ულტრასონოგრაფიის აპარატით ჩვენს კლინიკაში კეთდება შემდეგი სისტემების გამოკვლევა:
- რბილი ქსოვილები;
- ფარისებრი ჯირკვლის ფერადი დოპლეროგრაფია;
- სანერწყვე ჯირკვლების, ლიმფური სისტემის, სარძევე ჯირკვლების დოპლეროგრაფია;
- გინეკოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლეროგრაფიით;
- სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლეროგრაფით სამივე ტრიმესტრში, ორსულობის დადგენა , ფოლიკულების მონიტორინგი, ნაყოფის ანატომიური სტრუქტურების დანახვა 3D/ 4D რეჟიმში;
- გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- საშარდე სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა ( სრული კომპლექტი);
- ზემო და ქვემო კიდურების სისხლძარღვების დუპლექს სკანირება, ექსტრა და ინტრაკრანიალური სისხლძაღვების დუპლექს სკანირება.
საჭიროების შემთხვევაში ბიოფსია და სხვადასხვა სადიაგნოსტიკო ღონისძიებები ექოსკოპიის კონტროლით.
ექოსკოპიური გამოკვლევები კეთდება კომპანია „ჯენერალ ელექტრიკი“-ს მულტიპროფილურ აპარატზე LOGIQ V3/V5/V5 EXPERT.