loading

კლინიკა “N მედიზონი” Cookies იყენებს იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს ვებგვერდზე მომხმარებლების საუკეთესო გამოცდილების მიღება. წინამდებარე გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მიზნად ისახავს ვებგვერდის – https://nmedizone.ge გამოყენებისას ინფორმაციის შენახვის, მასზე წვდომისა და ამ წვდომაზე თანხმობის გაცემის შესახებ თქვენს ინფორმირებას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Cookies გამოყებაზე თანხმობის მიღება ადმინისტრაციას არ აძლევს წვდომას თქვენს კომპიუტერზე ან მყარ დისკზე შენახულ პერსონალურ ინფორმაციასა და მონაცემებზე.

რა არის Cookies?

Cookies არის ვებგვერდის მონაცემების ნაწილი, რომელიც ინახება ვებ-ბრაუზერში და რომლის მოძიება ვებგვერდს მოგვიანებით შეუძლია. Cookies სერვერს აწვდის ინფორმაციას მომხმარებლების ვებგვერდზე დაბრუნების შესახებ. Cookies არ შეუძლია დააზიანოს თქვენი მოწყობილობები ან მათში შენახული ფაილები.

Cookies მიერ მიწოდებული ინფორმაცია ვებგვერდს მომხმარებლების პერსონალიზების საშუალებას აძლევს, მათ მიერ შერჩეული პარამეტრებისა და მიზნობრივი შინაარსის მიხედვით. მათ შორის, იმის თაობაზე თუ რა ადგილები და სანახაობები აირჩიეს მომხმარებლებმა. გარდა ამისა, ზოგიერთი Cookies აუცილებელია უსაფრთხოების მიზნებისათვის, მათ შორის ისეთი, როგორიცაა ავთენტიკურობის Cookies.

როგორ ვიყენებთ Cookies?

პირველი მხარის Cookies  – როდესაც მომხმარებელი იყენებს ვებგვერდს, პირველი მხარის Cookies ინახება მის მოწყობილობაზე. ასეთი Cookies მზადდება ადმინისტრაციის მიერ ან ვებგვერდის მიზნებისთვის, ინახება მოწყობილობაში და ამ Cookies წვდომა მხოლოდ ადმინისტრაციას აქვს. მაგალითად, ასეთია მომხმარებლის პარამეტრებისა და ვებგვერდზე მოძიებული ინფორმაციის დამახსოვრება.

მესამე მხარის Cookies – ადმინისტრაცია იყენებს Google Analytics-ს, ვებგვერდის გამოყენებისა და ვიზიტის სტატისტიკის მიზნებისთვის. Google Analytics აანალიზებს ვებგვერდის მონაცემებს და შედეგებს აწვდის ადმინისტრაციას. ამ გზით, ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას ვებგვერდზე მომხმარებლების მოძრაობისა და მისი გამოყენების შესახებ, რის საფუძველზეც შეგვიძლია შევცვალოთ/განვაახლოთ ვებგვერდი. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ინახება Google-ს მიერ.

თვალთვალის Cookies – თვალთვალის Cookies აკონტროლებს მომხმარებლების მიერ ვებგვერდის გამოყენებას, რაც გვეხმარება იმის გაანალიზებაში თუ რომელი ფუნქციები მუშაობს ვებგვერდზე კარგად, საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ კონტენტი და ვებგვერდის ფუნქციონირება.

შეგიძლიათ თუ არა Cookies გამორთვა ან წაშლა?

თქვენ შეგიძლიათ გადააწყოთ თქვენი ბრაუზერი ისე, რომ არ მიიღოთ Cookies ვებგვერდის გამოყენებისას. დეტალური ინფორმაცია, იმის თაობაზე თუ როგორ შეგიძლიათ Cookies წაშლა სხვადასხვა ბრაუზერში იხილეთ აქ:

გაფრთხილება: თუ თქვენ გამორთავთ ან წაშლით Cookies, შესაძლებელია, ვეღარ შეძლოთ ვებგვერდზე ან მის გარკვეულ ნაწილზე წვდომა ან/და ვებგვერდმა თქვენს ბრაუზერში ოპტიმალურად აღარ იმუშაოს.