კლინიკა “N მედიზონი” წარმოადგენს საკონსულტაციო-დიაგნოსტიკურ ცენტრს, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას.
კლინიკას აქვს წინამორბედი ისტორია, დაკავშირებული “ჯვარის მამის” ტაძართან არსებულ სამედიცინო სამსახურთან, რომელიც 16 წლის განმავლობაში (2001-2017) ფუნქციონირებდა არასამთავრობო ორგანიზაციის, კავშირი “ჯანმრთელობის დამცველთა ასოციაციის” ეგიდით. სამსახური იყო საქველმოქმედო და მრავალპროფილური და მასთან თანამშრომლობდნენ სხვადასხვა სპეციალობის მაღალკვალიფიციური ექიმები პაციენტებისადმი თავიანთი უანგარო სამსახურით. მუშაობის მიზანი იყო სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება უფასო კონსულტაციებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათი გაგზავნა სტაციონარში შემდგომი ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტალური კვლევების ჩასატარებლად. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა სოციალურად დაუცველი პაციენტებისა, აღნიშნული სამედიცინო მომსახურების ბენეფიციარები იყვნენ სხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებიც აღნიშნული სამსახურის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე.
2005-2012 წლებში სამედიცინო სამსახური თანამშრომლობდა საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ორგანიზაცია “SOCO”-სთან.
მთელი საქართველოს მასშტაბით წარმოებდა ექიმების მიერ პაციენტთა ჰუმანიტარული სამედიცინო გასინჯვები და საჭიროების მიხედვით მათი თბილისში გადამისამართება. ორგანიზაცია ბენეფიციარებს ეხმარებოდა ოპერაციების გაკეთებაში თუ ქიმიოთერაპიის კურსის თანადაფინანსებაში. შემდგომში გადაწყდა არსებული სამსახურის სტრუქტურულად და შინაარსობრივად გაფართოება და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ერთ სივრცეში განთავსება.
2018 წლის 19 მარტს გაიხსნა მრავალპროფილური საკონსულტაციო-დიაგნოსტიკური ცენტრი “N მედი ქლაბი”, ამბულატორიული კლინიკა, რომელიც 2022 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს ახალი, ” N მედიზონი”-ს სახელით. კლინიკაში თანამშრომლობენ როგორც ყოფილი, ასევე ახლად მოწვეული ექიმები. კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით. პაციენტებს საშუალება აქვთ ერთ სივრცეში ჩაიტარონ ნებისმიერი სპეციალისტის კონსულტაცია, გაიკეთონ ნებისმიერი ლაბორატორიული ანალიზი, მათ შორის მორფოლოგიური გამოკვლევა ულტრასონოგრაფიის კონტროლით, ულტრაბგერითი გამოკვლევა მულტიპროფილურ აპარატზე. კომპანია General Electric-ს წარმოების მულტიპროფილური ექოსკოპიის აპარატი LOGIQ V5 საშუალებას იძლევა ყველა სისტემის ულტრასონოგრაფიის ჩატარების, სისხლძარღვების ფერადი დოპლეროგრაფიის და ნაყოფის 3D/4D რეჟიმში ვიზუალიზაციის განხორციელების.
ჰემატოლოგიური ანალიზატორის Sysmex XS 500i – ის საშუალებით შესაძლებელია:
- ანემიების სკრინინგი და დიაგნოსტიკა;
- ერითროციტების რაოდენობრივი და თვისობრივი მონიტორინგი;
- თრომბოციტების რაოდენობრივი და თვისობრივი შესწავლა;
- ლეიკოციტების რაოდენობრივი შესწავლა, შემდგომი ხუთი დიფერენცირებითა და ახალგაზრდა გრანულოციტების რაოდენობრივი შეფასებით.
კლინიკის მუშაობა ეფუძნება ხარისხის პოლიტიკას. ჩვენი მომსახურება და პროდუქტები შეესაბამება მომხმარებლის მოთხოვნებს, როგორც ხარისხის, ისე ფასის მიხედვით. ჩვენი მიზანია მეტი კმაყოფილი პაციენტი და ამ მიზნის მისაღწევად შრომობს თითოეული თანამშრომელი.