loading

ეპილეფსია წარმოადგენს თავის ტვინის ქრონიკულ დაავადებას და ხასიათდება განმეორებითი ეპილეფსიური გულყრებით.

ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნოზოლოგიაა. მსოფლიო მოსახლეობის 1 % დაავადებულია ეპილეფსიით. რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ ცხადყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ეპილეფსიით დაავადებულთა რიცხვი 35000-ს უტოლდება. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ პაციენტთა 30 %-ს რომელიც მკურნალობს ეპილეფსიის გამო, არასწორი დიაგნოზი აქვს, ცხადი გახდება პრობლემის სერიოზულობა. მდგომარეობას ამძიმებს პაციენტთა მხრიდან დიაგნოზის დამალვაც, რაც განპირობებულია მაღალი სტიგმატიზაციით.

ეპილეფსია არ არის მხოლოდ ერთი სახის. მისი მრავალი ფორმა არსებობს და მკურნალობის შედეგი განისაზღვრება ეპილეფსიური სინდრომის სწორი დიაგნოსტირებით, რისთვისაც საჭიროა მულტიდისციპლინური გუნდი. ეპილეფსიური სინდრომის სწორად დადგენის და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევეაში პაციენტთა 75 % ეპილეფსიური გულყრებისგან სრულიად თავისუფლდება.