რევმატოლოგია

რევმატოლოგია შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე დაავადებებს შეისწავლის. პაციენტის უპირატესი ჩივილებია სახსრების და კუნთების ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, ტკივილი ხერხემალში, სიმძიმე და დაბუჟება კიდურებში, დილის შებოჭილობა, გადაადგილების გაძნელება. ეს ჩივილები ძვალ-სახსროვანი სისტემის დეგენერაციული ცვლილებებითაა განპირობებული. ფიზიკური გადატვირთვის, ტრავმული დაზიანებების ან ასაკობრივად მიმდინარე დეგენერაციული ცვლილებების შედეგად ვითარდება სახსარში შემავალი ძვლების სასახსრე ზედაპირების დაზიანება, ხრტილის დეფორმაცია, ოსტეოფიტების წარმოქმნა, სასახსრე ნაპრალის შევიწროვება, რასაც ბოლოს სახსრის ანკილოზამდე მივყავართ.

სახსრების ანთება შეიძლება ქრონიკულად მიმდინარე დაავადებებით იყოს გამოწვეული, როგორიცაა ქრონიკული ჩირქოვანი ტონზილიტი, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები და სხვა ენდოკრინული დაავადებები. ძვლის სტრუქტურის დაზიანება – სიმკვრივის დაქვეითება ოსტეოპოროზის სახელითაა ცნობილი, რამაც შეიძლება მალებისა და ძვლების უეცარ მოტეხილობამდე მიგვიყვანოს.

არსებობს შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, როდესაც სახსრების გარდა ზიანდება შინაგანი ორგანოები, ფილტვები, გული, თირკმელი, სისხლძარღვები, კანი. გამონაჟონი შეიძლება გვქონდეს არა მარტო სახსრებში, არამედ პლევრის ღრუში, პერი-კარდიუმში, მუცლის ღრუში.

დაავადების ადრეულ სტადიაში დიაგნოსტიკა გამოჯანმრთელების საწინდარია, ამიტომ ზემოთ აღნიშნული ჩივილების დაწყებისთანავე მომართეთ ჩვენს კლინიკას, სადაც ჩაგიტარდებათ რევმატოლოგის კონსულტაცია და საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები.

სწორი დიაგნოზი და ადექვატური მკურნალობა თქვენი გამოჯანმრთელების გარანტიაა.