გასტროენტეროლოგია

გასტროენტეროლოგია შეისწავლის  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტის  დაავადებებს.

დღევანდელობიდან  გამომდინარე  პრობლემა აქტუალურია და საკმაოდ  მაღალია  პაციენტთა  მომართვიანობა.   ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მომართოს გასტროენტეროლოგს და ჩაიტაროს  კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები:

  • სიმძიმის შეგრძნება  ეპიგასტრიუმის  არეში;
  • ტკივილი, დაკავშირებული საკვების  მიღებასთან ან მშიერ  მდგომარეობასთან;
  • გულძმარვა, ბოყინი, გულის რევის შეგძნება, უმადობა,  წონაში კლება;
  • ნაწლავთა ყურყური, მეტეორიზმი,  დეფეკაციის მოშლა გამოხატული  ყაბზობით ან  დიარეით.