გასტროენტეროლოგია
გასტროენტეროლოგია შეისწავლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს.
დღევანდელობიდან გამომდინარე პრობლემა აქტუალურია და საკმაოდ მაღალია პაციენტთა მომართვიანობა. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მომართოს გასტროენტეროლოგს და ჩაიტაროს კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები:
- სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში;
- ტკივილი, დაკავშირებული საკვების მიღებასთან ან მშიერ მდგომარეობასთან;
- გულძმარვა, ბოყინი, გულის რევის შეგძნება, უმადობა, წონაში კლება;
- ნაწლავთა ყურყური, მეტეორიზმი, დეფეკაციის მოშლა გამოხატული ყაბზობით ან დიარეით.